Freeza მინი მაცივარი
✔ მულტიფუნქციური მინი-მაცივარი, საუკეთესო დამცავი სათავსოა თქვენი პარფიუმერიის, კრემების, სხვადასხვა კოსმეტიკური საშუალებისა და სახის მასაჟორებისთვის. მასში, ასევე, შეგიძლიათ, შეინახოთ დამატენიანებლები, ნიღბები, ზეთები და შრატები. მაცივარი მოსახერებელია მედიკამენტების, საკვების, სასმელისა და გამოწველილი რძის შესანახად.
✔ მსუბუქი და პორტატული: Freeza მინი-მაცივარში, შესაძლებელია, 330 მილილიტრი მოცულობის ექვსი ერთეული სასმლის, კოსმეტიკური თუ სახის მოვლის პროდუქტის შენახვა. იდეალურია კოსმეტიკის მაგიდაზე მოსათავსებლად, მოგზაურობისას თუ პიკნიკზე ყოფნისას.
✔ მინი-მაცივრის მობილური თაროები, მოგცემთ საშუალებას, შეინახოთ მომცრო მოცულობის იოგურტი, ხილის, რძის, წვენისა და სმუზის მცირე ულუფები და რძე ჩვილებისთვის.
✔ მინი-მაცივარი აღჭურვილია მოსახერხებელი სახელურით, რაც მის გადატანას ამარტივებს. იდეალურია საძინებელში და ოფისში მოსათავსებლად, მანქანით ან მატარებლით მოგზაურობისას, პიკნიკზე წასაღებად და სხვა.
✔ Freeza მინი-მაცივარი, თქვენი კანის მოვლისა და კოსმეტიკურ საშუალებებს, გამოყენების ვადას გაუხანგრძლივებს და, ოთახის ტემპერატურასთან შედარებით, 15 გრადუსით მეტი გაგრილებით, მავნე ბაქტერიებსაც შეამცირებს.
✔ შეინახეთ ყველა ორგანული პროდუქტი ამ კომფორტულ მაცივარში და შეუნარჩუნეთ მათ გამოყენების ვადა და ხარისხი. გაგრილებასთან ერთად, მაცივარს აქვს 65 გრადუსამდე გათბობის რეჟიმიც, რაც საკვები პროდუქტის როგორც ცივ, ისე თბილ მდგომარეობაში შენახვას უზრუნველყოფს.
✔ დამზადებულია მაღალფუნქციური პლასტმასისგან, რომელიც გამოიყენება ავტომანქანების, საყოფაცხოვრებო აღჭურვილობისთვის, მათ შორის მაცივრებისთვის.
გაუფრთხილდით გარემოს:
▸მაცივრის უნიკალური ნახევრადგამტარი ფუნქციონირება, ზოგავს ენერგიას, არის შესამჩნევად ჩუმი და 100%-ით გარემომეგობრული.
▸მაცივარს არ გააჩნია ფრეონი, აღჭურვილია უსაფრთხო ტექნოლოგიით და გამოირჩევა გამძლეობით.
▸მაცივარს მოჰყვება შესაერთებელი როგორც საშინაო დენის წყაროსთვის (220V), ასევე, 12V-იანი შესაერთებელი ავტომანქანისთვის. გამოიყენეთ შინ ან მგზავრობისას.
უსაფრთხოების ზომები:
▸ მოწყობილობა მოარიდეთ წყალს. არ დატოვოთ წვიმაში ან ნესტიან ადგილას.
▸ ჩართული მოწყობილობა მოარიდეთ მზის სხივებთან უშუალო კონტაქტს.
▸ ნუ დაახშობთ ძრავის სავენტილაციო ღიობს.
▸ ვენტილაციის გამართულად მუშაობისთვის, მის გარშემო, მინიმუმ, 10 სმ-იანი თავისუფალი სივრცე დაიცავით.
▸ თუ მოწყობილობას არ იყენებთ, გამორთეთ ელექტროენერგიის წყაროდან და აუცილებლად დაცალეთ.
▸ მოწყობილობის გასასუფთავებლად, გამოიყენეთ მხოლოდ სველი რბილი ქსოვილი.
▸ ლაქების მოსაშორებლად, შეგიძლიათ, დაუმატოთ მცირეოდენი თხევადი საპონი.
▸ ავტომანქანაში გამოყენებისას, როდესაც ძრავა გამორთულია, სავალდებულოა, მაცივარი მასთან დამაკავშირებელი წყაროდანაც გამორთოთ.
ზომები და წონა
- ზომა26.8 სმ – 19 სმ – 28.4 სმ
- წონა2 კგ